აქციას რუსთაველზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები უერთდებიან(ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები უერთდებიან.

როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, საზოგადოების ნაწილი აქციას “მერიოტის” მიმდებარე ქუჩიდან შეუერთდა.

აქციაზე შეკრებილები არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებას აპროტესტებენ.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც.

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

​​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო. ​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები