ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება შესაძლოა ექვს თვემდე გაიზარდოს
დიმიტრი ცქიტიშვილი საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ მისი ინიციატივით, შრომის კოდექსში „მნიშვნელოვანი შესწორებები“ შევა.
დეპუტატის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ ანაზღაურებად დეკრეტულ შევებულებას 57 დღე უნდა დაემატოს. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ცქიტიშვილის შეთავაზებას გაიზიარებს, მშობლები 183 დღიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით ისარგებლებენ.
დღევანდელი კანონმდებლობით მოქალაქეს შეუძლია გამოიყენოს 126 კალენდარული დღე ანაზღაურებადი და 351 აუნაზღაურებელი დეკრეტული შვებულება. მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში, კანონი 140 ანაზღაურებად საშვებულებო დღეს ითვალისწინებს.
წყარო: report.ge