ვაშაძე “ქართულ ოცნებას” – რა სისტემითაც უნდა ჩაატაროთ არჩევნები, გაგხევთ ნაკერავზე (ვიდეო)

23 ნოემბერი მოდის და გაიხსენეთ რა მოხდა მაშინ საქართველოში, – ამის შესახებ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გრიგოლ ვაშაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა.

მან სამოქმედო გეგმაც გაასაჯაროვა და 17 ნოემბერს დიდი მიტინგი დააანონსა.

“მინდა ე.წ. “ქართულ ოცნებას” ვუთხრა, რა სისტემითაც უნდა ჩაატაროთ არჩევნები თბილისურად ვეტყვი, გაგხევთ ნაკერავზე. ყველაზე უფრო აღმაშფოთებელია ის, რომ დაპირებებს იძლევიან და მიაქვთ უკან, შემდეგ ამას აბრალებენ ოპოზიციას. ამაზე თქვენ თვითონ არ გეცინებათ?! ოპოზიცია ერთად არის და ამისთანა ერთობა არ გვახსოვს. 23 ნოემბერი მოდის და გაიხსენეთ რა მოხდა მაშინ საქართველოში, 17-ში ყველა დიდი მიტინგზე მოდით”, – განაცხადა ვაშაძემ.

აქციაზე შეკრებილები არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებას აპროტესტებენ.

პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო. ​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები