ეკა ბესელია გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე: ყველა პარტიის მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემაა

ყველა ოპოზიციური პარტიის მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემაა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში განაცხადა, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

“ყველა ვითხოვთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, და აქამდე მისასვლელ გზებზე ვმსჯელობთ. მოთხოვნა არ იცვლება და ძალაში რჩება”, – აღნიშნა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
​ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები