რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ სიმბოლური ბარიკადებით გზა გადაკეტეს.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

​​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
​ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები