სამშენებლო სამუშაოების გამო ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოების წარმოების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე არსებული ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება. დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების გამო, დამატებითი საგზაო მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის შესაბამისი ღონისძიებები დაწესდა, საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის დასარეგულირებლად. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.
გადაკეტვის/გადართვის (შეზღუდვის) ადგილები ღამის საათებში განათდება და მშენებლი ორგანზაცია შესასვლელ-გამოსავლელში მოძრაობის რეაგულირებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები