ირმა ნადირაშვილი: ორი დღის განმავლობაში ჩვეულებრივ სპექტაკლს ვუყურებდით

“ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვუყურებდით ჩვეულებრივ სპექტაკლს, თითქოს ბატონმა ხუნდაძემ და დაჩი ბერაიამ თავისუფალი აზროვნების უნარი გამოაჩინეს, აბსურდია”, – ეს განცხადება “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა კენჭისყრის შემდეგ გააკეთა.

“ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვუყურებდით ჩვეულებრივ სპექტაკლს, თითქოს ბატონმა ხუნდაძემ და დაჩი ბერაიამ გამოაჩინეს თავისუფალი აზროვნების უნარი, აბსურდია. როგორც ჩვენ ვამბობდით, ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა, მან გატეხა დაპირება, რომელიც მისცა საზოგადოებას. დაითვალა და მიხვდა, რომ პროპორციული სისტემით აგებდა არჩევნებს და მე და ჩემი კოლეგები ვთლით, რომ ეს არის ხელისუფლების მიტაცება. ახლა არის დრო როცა ეს სიტემა არ უნდა შევიდეს ძალაში, ეს არის წითელ ხაზის გადაკვეთა და ბიძინა ივანიშვილს ამის საშუალება არ უნდა მივცეთ,”- აღნიშნა ნადირაშვილმა.

​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.
​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები