თამარ ჩუგოშვილი: მე და ჩემი კოლეგები ამ პროცესებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ

“მე და ჩემი კოლეგები ამ პროცესებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის უკვე ყოფილმა წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩაგდებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით არსებული შედეგი მძიმე საკითხია.

„არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა. ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საკითხი არის მძიმე საკითხი, რომელზეც მე და ჩემი კოლეგები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. დღეს იყო უმრავლესობის მძიმე სხდომა, ნებისმიერი შედეგი, როგორიც არ უნდა დამდგარიყო, დასრულდებოდა პარტიის დანაკარგით. შედეგი დადგა ისეთი, როგორიც დადგა. ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც პარტიისთვის იყო ცნობილი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.​

ცნობისათვის, მან უმრავლესობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები