თამარ ჩუგოშვილმა, ფრუიძემ, მოსიაშვილმა, ცქიტიშვილმა, ხულორდავამ და ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა – თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრიუძემ, გიორგი მოსიაშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს, – ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
“ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები