დეპუტატები, რომლებმაც პროპორციულ არჩევნებს მხარი არ დაუჭირეს

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ ჩააგდო.

დეპუტატების ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ან საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ წავიდა.

კახაბერ ოქრიაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, რუსლან პოღოსიანი, სონღულაშვილი დავითი, მერაბ ქვარაია, მიხეილ ყაველაშვილი, შიოლაშვილი ირაკლი, ჩანქსელიანი გოდერძი, ჩრდილელი ოთარ, ნინო წილოსანი, შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, ირაკლი ხახუბია, თენგიზ ხუბულუვი, დაჩი ბერაია, ირაკლი აბუსერიძე, ანზორ ბოლქვაძე, გოგა გულორდავა, გოჩა ენუქიძე, მუხრან ვახტანგაძე, ცოტნე ზურაბიანი და ედიშერ თოლორაია.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.

წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები