სალომე სამადაშვილი: თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ ბრძოლით

0

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩაგდებასთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ ფართომასშტაბიანი საპროტესტო მოძრაობა უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, ისინი შეძლებენ, რომ თავისუფლება ბრძოლით მოიპოვონ.
​”უნდა დაიწყოს ფართომასშტაბიანი საპროტესტო მოძრაობა. ივანიშვილი საქართველოში დიქტატურას ამყარებს. ეს სისტემა ჩავარდა, რადგან ივანიშვილი ფიქრობს ამ შემთხვევაში შეიძლება ის გადარჩეს და ხელისუფლებაში დარჩეს. დღეს მან საქართველოში გამოაცხადა, რომ ქვეყანაში დემოკრატიას აუქმებს. დღეს “ნაცმოძრაობა” დასახავს სამოქმედო გეგმას. ჩვენ თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ ბრძოლით”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.​
​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.
​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი