არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხმების საკმარისი მობილიზაცია ყოფილიყო

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ კანონპროოექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით გასულიყო, თუმცა ხმები საკმარისი არ აღმოჩნდა.

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული სისტემით.

“2020 წლის არჩევნების პროპოციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით პარლამენტში შედგა კენჭისყრა და მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის ბევრმა დეპუტატმა მხარი დავუჭირეთ, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი, ხმების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არაა მიღებული. რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული სისტემით, რაც ნიშნავს პროპორციული და მაჟორიტარული მექანიზმების გამოყენებას.

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხმების საკმარისი მობილიზაცია ყოფილიყო. როდესაც ჩვენ გვქონდა საკონსტრიტუციო უმრავლესობა, მაშინ მხარი დავიჭირეთ ამ გადაწყვეტილებას, ამჯერად მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარემ ორი სხდომა ჩაატარა და მოუწოდა დეპუტატებს, რომ მხარი დაეჭირათ, თუმცა ხმები მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები