ზვიად ძიძიგური: სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” დაპირება ვერ შეასრულა

სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” დაპირება ვერ შეასრულა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პირველი მოსმენით ჩაგდებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“როგორც ყოველთვის ვასრულებდით ჩვენს პირობას გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვიქცეოდით ყოველთვის პატიოსნად. დღესაც ასეთივე გადაწყვეტილება მივიღეთ. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი დეპუტატების ერთმა ნაწილმა მიიღო დაძაბავს ძალიან პოლიტიკურ ვითარებას.

იმ ადამიანებს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი სისტემის შეცვლას დაჰპირდა, ვეტყოდი, რომ დაპირება “ქართულმა ოცნებამ” სამწუხაროდ ვერ შეასრულა”, – აღნიშნა ძიძიგურმა.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.

წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები