რამზან კადიროვი საქართველოსთან სამანქანო გზის გახსნაზე ისევ ალაპარაკდა

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საქართველო-ჩეჩნეთს შორის პირდაპირი სამანქანო გზა გაყვანაზე ისევ ალაპარაკდა.

„სოფელ იტუმ კალედან საქართველომდე ჩასვლას 40-50 წუთი სჭირდება, გზა გვქონდა იქ. თუ გზა გაიხსნება, თურქეთის გავლით, ევროპაში ხვდები, ჩრდილოეთ კავკასიისთვის ეს ძალიან საჭირო გზაა“, – განაცხადა კადიროვმა.

მისივე თქმით, საკითხის ტექნიკური მხარის შემუშავებაა საჭირო და შემდგომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსთვის, მთავრობისთვის და პრეზიდენტისთვის წარდგენა.

ჩეჩნეთის რაიონ იტუმ კალესა და შატილის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ის არ გახსნილა.

2018 წლის სექტემბერში რუსეთის საგზაო მშენებლობის სახელმწიფო სამმართველოს უფროსმა, რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი სამანქანო გზის მშენებლობა გაგრძელდებოდა.

ანალოგიური განცხადება მან 2018 წელსაც გააკეთა.

“დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როდესაც ნანგრევებისგან გავწმინდავთ ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მიმავალ გზას, გადავაქცევთ მას თანამედროვე, მეგობრობის გზად საქართველოსა და რუსეთს შორის, და საბოლოოდ, არღუნის ხეობაში ავაშენებთ რკინიგზას, რომელიც გროზნოს გავლით დააკავშირებს მოსკოვს, თბილისსა და თურქეთს”, – განაცხადა კადიროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები