უვარგისი საკვები ბავშვთა სკოლა-პანსიონებში – სეს-მა 45 კვების ობიექტი დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების 45 ობიექტში დარღვევები გამოავლინა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 45 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მათ შორის დარღვევები ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამცხე ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებში აღინიშნა.

“სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება კაფე-ბარებისა და რესტორნების, აგრეთვე სკოლების, საბავშვო ბაღების, ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკები.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში განახორციელეს 976 დოკუმენტური შემოწმება და 229 ინსპექტირება. გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 45 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მათ შორის დარღვევები აღინიშნა ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამცხე ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებში.

კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა სააგენტოს მიერ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცისა და ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტებთან დაკავშირებით, კერძოდ, სურსათი დაილუქა და მის განადგურებაზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბიზნესოპერატორებს, რომლებმაც სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიცემული მითითებები გაითვალისწინეს, საწარმოო პროცესი უკვე აღუდგათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები