შილდიდან გაუჩინარებული სკოლის მოსწავლე თბილისში, მეგობრის სახლში იპოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან გაუჩინარებული 15 წლის მოზარდი იპოვეს.

შსს-ის ინფორმაციით, არასრულწლოვანი თბილისში პოლიციამ სრულიად უვნებელი, მეგობრის სახლში იპოვა.
ინფორმაციას, რომ შილდის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლის გაუჩინარების მიზეზი, მეგობარი მამაკაცი იყო, შსს-ში, ამ ეტაპზე, არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე, გუშინ გაუჩინარდა და მომხდარ ფაქტზე, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაა აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები