“მასწავლებელს მეხუთე გაკვეთილიდან გაეთავისუფლა და იმის მერე არ გამოჩენილა” – ყვარელში სკოლის მოსწავლეს ეძებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან გაუჩინარებულ არასრულწლოვან გოგონას მეორე დღეა პოლიცია და ოჯახის წევრები ეძებენ.

არასრულწლოვანი გოგონა ბოლოს თანაკლასელებმა სკოლაში ნახეს.  ამის შემდეგ ნაცნობებმა 15 წლის გოგონა თბილისის მიკროავტობუსში შენიშნეს, ბოლოს კი ის ისანი-სამგორის ტერიტორიაზე დააფიქსირეს.
განათლების სამინისტროს ყვარელის რესურსცენტრის უფროსის ქეთავნ ჭიპაშვილის თქმით, მოზარდი მეხუთე გაკეთილიდან საგნის პედაგოგს გაეთავისუფლა და სახლში არ მისულა.

“გუშინ მეხუთე გაკვეთილის დაწყებამდე დაეთხოვა მასწავლებელს, ცუდად ყოფნის მიზეზით, იმის მერე არ გამოჩენილა. სამწუხაროდ, პედაგოგმა ბავშვის მშობლები არ გააფრთხილა ფაქტის შესახებ. როდესაც ბავშვი სახლში არ მივიდა, მშობლებმა მოიკითხეს ამბავი და პოლიციაც ინფორმირებულია აღნიშნულის შესახებ”, – ამბობს რ”რეგიონულ კვირასთან” ქეთევან ჭიპაშვილი.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებას ისანი-სამგორის პოლიცია აწარმოებს. მოკვლევა 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები