მამუკა მდინარაძე: ტყუილია, თითქოს უმრავლესობის სხდომაზე ვიღაც არ ალაპარაკეს

თითქოს უმრავლესობის სხდომაზე ვიღაც არ ალაპარაკეს. ნუ დავაზიანებთ ამ პროცესს იმით, რაც არ ყოფილა. თქვენ მოგეცათ საშუალება, რომ უმრავლესობის სხდომაზეც გელაპარაკათ, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან უმრავლესობის იმ წევრებს, რომელთა თქმითაც, მათ უმრავლესობის ფორმატში საუბრის საშუალება არ მიეცათ, მოუწოდა, ნუ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას.

“რამდენიმე “ნიუსი“ შემხვდა, სადაც საუბარია, რომ თითქოს უმრავლესობის სხდომაზე ვიღაც არ ალაპარაკეს. ნუ დავაზიანებთ ამ პროცესს იმით, რაც არ ყოფილა. თქვენ მოგეცათ საშუალება, რომ უმრავლესობის სხდომაზეც გელაპარაკათ და ისიც ვიცი, რომ გია ვოლსკისთან შეთანხმებული ხართ და უმრავლესობის დროითაც კი გამოდიხართ. ნუ დავაზიანებთ არასწორი ინფორმაციებით პროცესს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ტყუილია, რომ ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებსაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა სურთ, უმრავლესობის იმ წევრებს აშანტაჟებენ, რომლებიც პროპორციულ სისტემას ემხრობიან.

“დღეს ზოგიერთი გამომსვლელისგან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ძალით აღიზიანებთ ამ ადამიანებს და ბევრ რამეს აბრალებთ. თითქოს რაღაცა ინტერესები აქვთ, თითქოს გვაშანტაჟებენ ეს ადამიანები რაღაცებით. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის მათი პოზიცია, მაგრამ ის, რომ გვაშანტაჟებენ და რაღაც ინტერესები აქვთ, ამაზე დემაგოგიური და სპეკულაციური არაფერი შეიძლება იყოს. ჩვენ ვარწმუნებთ იმაში, რაც გვჯერა და თქვენ ამ დროს ქვევიდან ადუღებულ ცეცხლს უნთებთ და რაღაცა უბედურებას აკეთებთ. დაანებეთ ამ ხალხს თავი და ნუ აგიჟებთ,“ – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები