დიმიტრი ხუნდაძე: 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით იხეირებს მხოლოდ ერთი ძალა – “ნაციონალური მოძრაობა”

“ეს არის ავთვისებიანი სიმსივნე ქართული სახელმწიფოს სხეულზე, რომლის ამოძირკვის მანდატით ხელისუფლებაში მოსულებმა, ახლა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ ხელოვნურად გავამრავლოთ ეს მავნე უჯრედები,” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ელემენტარული არითმეტიკული გათვლები ადასტურებს, რომ 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით იხეირებს მხოლოდ ერთი ძალა – ერთ დროს ერთიანი და ახლა მარტივ მამრავლებად ხელოვნურად დაშლილი თუ განშლილი “ნაციონალური მოძრაობა”.

“სწორედ ამიტომ დავიწყე ჩემი მიმართვა ბიძინა ივანიშვილის მართლაც ისტორიული სიტყვებით, რათა მთელი სიმძაფრით გვეჩვენებინა, რომ ის ღირსეული და ცივილიზებული, ჩვენი ევროპული არჩევანის შესატყვისი მიდგომა, რაც გამართლებული და მისასალმებელი იქნებოდა ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით, სრულიად კონტრპროდუქტიული და მეტიც, ქვეყნისათვის საზიანო აღმოჩნდა „ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში, რადგან თავისი ბუნებით ეს არც არის პოლიტიკური ძალა. ეს არის ავთვისებიანი სიმსივნე ქართულ სახელმწიფო სხეულზე, რომლის ამოძირკვის მანდატით ხელისუფლებაში მოსულებმა, ახლა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ ხელოვნურად გავამრავლოთ ეს მავნე უჯრედები. დიახ, ელემენტარული არითმეტიკული გათვლები ადასტურებს, რომ 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით იხეირებს მხოლოდ ერთი ძალა – ერთ დროს ერთიანი და ახლა მარტივ მამრავლებად ხელოვნურად დაშლილი თუ განშლილი “ნაციონალური მოძრაობა”.

ნათქვამია, რომ “კეთილი სურვილებით არის მოკირწყლული ჯოჯოხეთისჯენ მიმავალი გზა” და ჩვენც თითქოს განზრახ ვიქცევით ასე – პარლამენტში პოლიტიკური მრავალფეროვნების უზრუნველყოფის კეთილშობილური იდეის მიამიტური ხერხით განხორციელების შედეგად, თავად ვაპირებთ ჯოჯოხეთი მოვუწყოთ საკუთარ ხალხს, რადგან მილიონზე მეტი ჩვენი მხარდამჭერისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლობის ახლანდელი რაოდენობით შენარჩუნება პარლამენტში – პოლიტიკური ჯოჯოხეთია და სხვა არაფერი,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები