დიმიტრი ხუნდაძე: უდიდესი ძალისხმევის შედეგად გამოვტაცეთ ხელიდან მიტაცებული ქვეყანა და მტკიცედ და განუხრელად დავადექით ევროინტეგრაციის გზას

“ჩვენ არ გავრიყეთ ისინი, ვის ხელშიც ქართული სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა ტიპურ აღმოსავლურ დესპოტიად და ჩვენი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანისგან მისი ფორმალური დეკლარაციაღა იყო დარჩენილი,” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, 7 წლის წინ “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხთან ერთად თავისუფლების სასარგებლოდ ისტორიული არჩევანი გააკეთა, უდიდესი ძალისხმევის შედეგად გამოსტაცა ხელიდან (“ნაციონალურ მოძრაობას”) მიტაცებული ქვეყანა და მტკიცედ და განუხრელად დაადგა ევროინტეგრაციის გზას.

“7 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ქართველ ხალხთან ერთად ისტორიული არჩევანი გააკეთა თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებულ რეჟიმს. სწორედ იმ დღეებში განაცხადა ჩვენმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა: “ეს არის ყველაზე ცუდი ხელისუფლება რაც ჰყოლია საქართველოს, მაგრამ ჩვენ მათ არ გავრიყავთ; ჩვენ ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი კულტურა.”

ჩვენ არ გავრიყეთ ისინი, ვის ხელშიც ქართული სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა ტიპიურ აღმოსავლურ დესპოტიად და ჩვენი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანისგან მისი ფორმალური დეკლარაციაღა იყო დარჩენილი; ვის მიერაც მონოპოლიზირებული მედიის, დატერორებული ბიზნესის, ნატანჯი პატიმრებით გადავსებული ციხეების და განადგურებული ან ნაყიდი ოპოზიციის პირობებში, დასავლეთს სულ უფრო უჭირდა ჩვენი მხარდაჭერა და სავარაუდოდ შეწყვეტდა კიდეც მას, უვადო მმართველობაგარანტირებული დიქტატორის ხელში, რომელსაც უდიდესი ძალისხმევის შედეგად გამოვტაცეთ ხელიდან მიტაცებული ქვეყანა და მტკიცედ და განუხრელად დავადექით ევროინტეგრაციის გზას, რაც გამოიხატა ნატოს ასპირანტ წევრობაში, ევროპასთან უვიზო რეჟიმის დაწესებაში, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერაში, თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვაში და დემოკრატიის, მედიის, მართლმსაჯულებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის რეიტინგებში ჩვენი პოზიციის მუდმივ გაუმჯობესებაში – არასდროს საკუთარ ისტორიაში, საქართველო ასე ახლოს არ ყოფილა დასავლეთთან, როგორც დღეს, ” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები