ირმა ინაშვილი პროპორციული სისტემის მომხრეა – „ოცნებამ“ პოლიტიკაში მელაკუდობას თავი უნდა დაანებოს“

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი თვლის, რომ საჭიროა ქვეყანა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს, რადგან არსებობენ მაჟორიტარები, რომლებსაც თავიანთ რაიონებში საერთოდ არ იცნობენ.

„არსებობს მაჟორიტარების დიდი ნაწილი, რომლებსაც თავიანთ რაიონებში საერთოდ არ იცნობენ, ამიტომ ჩვენ უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკაში მელაკუდობას თავი უნდა დაანებოს“,-აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

12 ოქტომბერს პარლამენტში ოპოზიციის მიერ მომზადებული კონსტიტუციის პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრაზე ჩავარდა.

მას მხარი დაუჭირა 32-მა დეპუტატმა, 52 წინააღმდეგი წავიდა.

კანონპროექტი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას 3-პროცენტიანი ბარიერით და საარჩევნო ბლოკების დაშვებით გულისხმობს.

დღეს კი, ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში დებატები ისევ გაიმართება, რის შემდეგადაც კანონპროექტს კენჭისყრაზე ისევ გაიტანენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები