“გუნდს უსმენს ბიძინა ივანიშვილი და გუნდის დიდი ნაწილი არის იმ პოზიციის მომხრე, რაც 92-მა ხელმომწერმა დაადასტურა”

უმრავლესობის სხდომაზე ხმის აწევას არ ჰქონია ადგილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის შეკრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გუშინ გარკვეული დეპუტატების მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს იმ დაბრკოლებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით აზრს შეაცვლევინებს.

„უმრავლესობის უმრავლესობა არის რომელიც მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. დღეს იქნება მთავარი დებატები, თუ საჭირო გახდა ამასთან დაკავშირებით რაიმე წინასწარი ანალიზი, შეთანხმების გავლა, ჩვენს კოლეგებთან ერთად გვექნება ამის საშუალება. ჩემთვის როგორც უმრავლესობის ლიდერისთვის ძალიან რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩვენი კოლეგები, ვინც მხარს არ დაუჭერენ რაღაც ფორმით კენჭისყრისას ამ ცვლილებებს, უნდა ჩანაცვლდნენ ოპოზიციის დეპუტატების მიერ. მე შევეცდები, რომ ეს არ დავუშვათ. გუნდს უსმენს ბიძინა ივანიშვილი და გუნდი თავისი დიდი ნაწილით არის იმ პოზიციის მომხრე, რაც 92-მა ხელმომწერმა დაადასტურა,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები