სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობას ევროკავშირის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობის შესაბამის ფორმატებში და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და ადმინისტრაციის უფროსი ნანა ბერიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები