ისრაელმა გამთენიისას „ისლამური ჯიჰადის“ ინფრასტრუქტურა დაბომბა

ისრაელის თავდაცვის არმიამ „ისლამური ჯიჰადის“ ინფრასტრუქტურის მისამართით, გამთენიისას სარაკეტო იერიში მიიტანა.

აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც დღეს დილით, თითქმის 7-საათიანი პაუზის შემდეგ „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელი ისევ დაბომბა.

ისრაელში ღაზას სექტორთან მდებარე რაიონებში მათე-ბენიამინსა და მათე იეჰუდაში განგაშის სიგნალი ამოქმედდა, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „რკინის გუმბათი“. იერიშის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, 12 ნოემბერს „ისლამური ჯიჰადის“ წევრებმა ისრაელის მისამართით 200-მდე რაკეტა გაუშვეს.

მათი ნაწილი ეზოებსა და დასახლებულ პუნქტებში, ერთი კი, ტრასაზე ჩამოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები