ბენიამინ ნეთანიაჰუ: ამჯერად ღაზას სექტორში ომი გაჭიანურდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დაჯგუფება „ისლამის ჯიჰადთან” დაწყებული საბრძოლო მოქმედება, ღაზას სექტორში შესაძლოა, დიდი ხანი გაგრძელდეს.

ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებს ოპერატიულ შტაბში განუცხადა.

„ისრაელი ესკალაციაში დაინტერესებული არ არის, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავი დავიცვათ. ამან შესაძლოა დრო მოითხოვოს. გვჭირდება გამძლეობა და სიმშვიდე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

თავის მხრივ, ისრაელის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ავივ კოხავიმ განაცხადა, რომ არმია ჰაერში, ზღვაზე და ხმელეთზე თავდაცვისთვის მზად არის, ასევე მზად არის შეტევისთვის.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში წერტილოვანი დარტყმები ისევ განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები