იორდანიაში აშშ-სა და ისრაელის დიპლომატების წინააღმდეგ ტერაქტი მზადდებოდა

იორდანიის უსაფრთხოების სამსახურმა ტერაქტების სერია აღკვეთა, რომელიც აშშ-ს და ისრაელის დიპლომატების, ასევე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზის ჯარისკაცების წინააღმდეგ მზადდებოდა.

ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Al Rai წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ორი ტერორისტი ტერაქტს დანაღმული ავტომობილებით გეგმავდა, თუმცა ძალოვნებმა მათი გამოვლენა და დაკავება შეძლეს.

„ისლამურ სახელმწიფოს“ და სხვა დაჯგუფებებს იორდანია, რომელიც აშშ-ის მოკავშირეა და ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმება აკავშირებს, სამიზნედ ჰყავთ.

2018 წელს იორდანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ შეძლეს დაეშის მებრძოლების თავდასხმის არიდება, რომელიც სავაჭრო ცენტრებისა და ქვეყნის რელიგიური მოღვაწეების წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები