კახა კალაძე: საარჩევნო სისტემა შეიცვლება

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტი მნიშვნელოვანია, ამაზე გუნდში არის თანხვედრა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

“კანონპროექტი მნიშვნელოვანია, ამაზე გუნდში არის თანხვედრა, თუმცა ის დეპუტატები რომლის განცხადებებსაც ჩვენ ვისმენთ, სიახლე მე მგონი, არავისთვის არ არის. ისინი ყოველთვის იყვნენ წინააღმდეგები. მათ აქვთ თავიანთი დასაბუთება და არგუმენტები, თუ რატომ არ უნდათ შეიცვალოს არსებული სისტემა, თუმცა არსებულ სისტემა შეიცვლება, ამაზე განცხადება გაკეთებულია”, – აღნიშნა კალაძემ.

პარლამენტმა 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მსჯელობა დღეს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები