ისრაელმა ღაზას სექტორი საზღვაო ბლოკადაში მოაქცია

ისრაელი ღაზას სექტორს საზღვაო ბლოკადას უწესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სანაპიროსთან თევზჭერა იკრძალება.

ამის შესახებ პალესტინის თევზჭერის ასოციაციის თავმჯდომარემ ზაქარი ბეიქერმა განაცხადა.

მისი თქმით, „ისრაელმა პალესტინის ასოციაციას მეთევზეებისთვის ზღვის ჩაკეტვასთან დაკავშირებით შეატყობინა“.

ისრაელი ღაზას სექტორში მცხოვრებ მეთევზეებს საქმიანობის განხორციელებას 11,1- 16,6 კილომეტრის რადიუსში აძლევდა.

აკრძალვის მიზეზი გახდა პალესტინის მხრიდან ისრაელის მისამართით ნასროლი რამდენიმე ათეული რაკეტა, რასაც ისრაელის მხრიდან დაჯგუფება „ისლამის ჯიჰადის“ ლიდერის და მისი მეუღლის ლიკვიდაცია მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები