ზურაბ ჯაფარიძე: მიმიფურთხებია იმ რწმენისთვის, რომელიც “გირჩის” ოფისში ხელმოწერილი ფურცლით იკარგება

მიმიფურთხებია იმ სასულიერო პირისთვის, რომელსაც არ ჰყოფნის გამბედაობა ზემდგომი ინკვიზიტორის წინააღმდეგ წავიდეს ქრისტეს სახელით, – ასე გამოეხმაურა პოლიტიკური ორგანიზაცია “გირჩის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, სამტრედიაში, ავტოავარიისას გარდაცვლილი 24 წლის შაკო ბარამიძის წესის აგების გარეშე დაკრძალვას.

“დაკრძალეს ის ბიჭი წესის აგების გარეშე. მიმიფურთხებია იმ სასულიერო პირისთვის, რომელსაც არ ჰყოფნის გამბედაობა ზემდგომი ინკვიზიტორის წინააღმდეგ წავიდეს ქრისტეს სახელით.

მიმიფურთხებია იმ რწმენისთვის, რომელიც “გირჩის” ოფისში ხელმოწერილი ფურცლით იკარგება. მიმიფურთხებია იმ ღმერთისთვის, რომელიც შვილმკვდარ მშობლებს ბოლო იმედის გარეშე ტოვებს ამქვეყნად. რომელი ჯოჯოხეთის გეშინიათ?

ჯოჯოხეთში ხართ და ცხოვრობთ უკვე დიდი ხანია,”- წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, “გირჩმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე ავტოავარიაში დაიღუპა. ოჯახს გარდაცვლილისთვის წესის აგება სურდა მართლმადიდებლური ტრადიციების შესაბამისად, თუმცა ადგილობრივი სასულიერო პირებისგან უარი მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები