მამა ნექტარიოსი მზადაა გარდაცვლილ 24 წლის ბიჭს წესი აუგოს – “თუნდაც ჯვრის დადება მომიწიოს ტრაპეზზე”

მამა ნექტარიოს მჭედლიძე მზად არის გარდაცვლილ 24 წლის ბიჭს, რომელიც ე.წ. ბიბლიური თავისუფლების წევრი იყო წესი აუგოს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, მისთვის კარგად ნაცნობია თუ რას შეიძლება გრძნობდეს ახლა გარდაცვლილის ოჯახი.
“მე ავუგებ წესს და რატომ!
2005 წელს ამერიკაში გარდამეცვალა ძმა (ღვიძლი არა მაგრამ ჩემი ყველაფერი იყო) 23 წლის შოთიკო, რომ ჩამოვასვენეთ წესს არ უგებდნენ, ეს იყო ისეთი დარტყმა ყველაფერი გაცოცხლდა. ის განცდა და შიში რასაც მაშინ ვგრძნობდით ოჯახი ხო გვეტკინა და უარის შემთხვევაში წესის აგების იყო ტკივილი არა სულის წვა, დღეს ვიცი რასაც გრძნობს ეს ოჯახი სამტრედიაში ვიცი რაცაა ეს ყველაფერი, მე ავუგებ წესს, თუნდაც ჯვრის დადება მომიწიოს ტრაპეზზე, მე არ ვარ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, თუმცა მისი ოჯახის ნებისამებრ ავიღებ ჩემს თავზე და ავუგებ წესს. დღეს ჩემთვის 2005 წლის 16 თებერვალია ის ტკივილია. ე.წ. გირჩი არაა რელიგიური ორგანიზცია, ის პოლიტიკური პარტიაა, ჩემო ძმებო გადით მაგათი მახინჯი პოლიტიკიდან ხომ ხედავთ მათმა ე.წ. ვითომ ჰუმანურობამდე ამ ბიჭის ოჯახი სადამდე მიყვანა”,-წერს მამა ნექტარიოს მჭედლიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, გასულ კვირას დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე გარდაიცვალა.მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. სასულიერო პირების თქმით, ადამიანებს, ვისაც “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან, აკრძალული აქვთ წესის აგება.

​ამასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა “გირჩმაც”. მათი თქმით, კვირას “ბიბლიურმა თავისუფლებამ” გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა მათი ეკლესიის მღვდელმსახურად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები