იტალიაში წყალდიდობის გამო, სკოლები დახურეს და საფრთხის „წითელი“ დონე გამოცხადდა (ფოტო,ვიდეო)

იტალიის სამხრეთ და ცენტრალური რეგიონებში სტიქიას ებრძვიან. ტერიტორიის დიდი ნაწილი დატბორილია, დახურულია სკოლები, პარალიზებულია გზები.

ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, კალაბრიის ოლქში, ბაზილიკატასა და სიცილიაზე საფრთხის „წითელი“ დონე გამოაცხადა.

აპულიასა და კიდევ 10 რეგიონში საფრთხის „ნარინჯისფერია“ გამოცხადებული.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სტიქიის ძლიერი დარტყმა უძველესმა ქალაქმა მატერამ მიიღო, რომელიც 2019 წლის ევროპის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა. მის მეზობლად მდებარე პატარა ქალაქს ქარბუქი დაატყდა, ხეებისა და გარე განათების ბოძების ვარდნასთან დაკავშირებით სამაშველო სამსახურში 50-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

რამდენიმე ქალაქისა და პროვინციის ხელისუფლებამ სკოლები დახურა.

ვენეციაში კი, წყლის დონემ 127 სანტიმეტრს მიაღწია, რაც საფრთხის კრიტიკულ ზღვარს უდრის. ვენეციაში სან-მარკოს მოედანია მთლიანად არის დატბორილი. ჯამში ქალაქში წყლით ტერიტორიის 45% დაიფარა.

მეტეოროლოგების პროგნოზით, საღამოს ძლიერი წვიმა ისევ არის მოსალოდნელი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები