დიმიტრი ბულატოვმა საავადმყოფოდან უკრაინელებს ვიდეომიმართვა გაუგზავნა
გატაცებულმა და სასტიკად ნაცემმა “ავტომაიდნის” ლიდერმა დიმიტრი ბულატოვმა, რომელიც კიევის საავადმყოფოში იმყოფება, უკრაინელებს ვიდეომიმართვა გაუგზავნა. ვიდეოში ბულატოვი აღნიშნავს, რომ ის სასტიკად სცემეს. მიუხედავად ამისა, “ავტომაიდანს” და მის აქტივისტებს ესეც ვერ შეაშინებს და ისინი ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ „ავტომაიდნის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ბულატოვი, რომელიც 22 იანვრიდან დაკარგულად ითვლებოდა, 30 იანვარს ბორისპოლის რაიონის სოფელ ვიშენკიში იპოვეს.