საოკუპაციო ზოლთან სოფელ მერეთში პროექტ “კულტურა საზღვრებს გარეშე” მეხუთე ეტაპი გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში „გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის“ მიერ ინიცირებული პროექტის,  „კულტურა საზღვრებს გარეშე“ მეხუთე ეტაპი გაიმართა. პროექტის ავტორები და მონაწილეები სოფელ მერეთში ადგილობრივ მოსახლოებას შეხვდნენ და მათთან კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების გაცნობა და მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებაც მოეწყო. ღონისძიება სოფელ მერეთში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები