ანკარას მიერ დეპორტირებული აშშ-ის მოქალაქე „ისლამური სახელმწიფოს” წევრი საბერძნეთი-თურქეთის საზღვარზეა – ვაშინგტონი მასზე უარს ამბობს

ანკარამ 11 ნოემბერს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების დეპორტაცია მათი წარმოშობის ქვეყნებში დაიწყო. ერთ-ერთი პირველი ვისი გაძევებაც მოხდა არის აშშ-ის მოქალაქე, თუმცა ის თურქეთისა და საბერძნეთის საზღვრის ბუფერულ ზონაში გაიჭედა.

ამის შესახებ Turkish Minute. წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ როდესაც ამერიკელი დეპორტაციის მიზნით აეროპორტში მიიყვანეს, ვაშინგტონიდან ბრძანება მოვიდა, რომ ტერორისტი ბორტზე არ დაუშვან. ამის შემდეგ მისი გაძევება საბერძნეთის საზღვართან მდებარე გამშვები პუნქტიდან გადაწყდა. თუმცა, ბერძენმა მესაზღვრეებმა მებრძოლი საკუთარ ტერიტორიაზე არ შეუშვეს და მამაკაცი ისევ თურქეთში დააბრუნეს, რომელმაც თავის მხრივ ის არ მიიღო.

ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან ბუფერულ ზონაში შეშვებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მხარის გადაწყვეტილებას ელოდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები