ზურაბ ჭიაბერაშვილი: “ევროპული საქართველო” როგორც ოპოზიციური სპექტრის, ისე “ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარს დაუჭერს

“ევროპული საქართველო” როგორც ოპოზიციური სპექტრის, ისე “ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

“ისმის რა, რომ “ქართული ოცნების” უმრავლესობა მხარს დაუჭერს მხოლოდ მათ მიერ წარდგენილ პროექტს, ბუნებრივია, ჩვენ არ მივცემთ მათ არანაირ საბაბს, იმისათვის რომ ასეთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა ქართველი ხალხის, ჩააგდონ. ამიტომ, “ევროპული საქართველო” მხარს დაუჭერს, როგორც ოპოზიციური სპექტრის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, ისე “ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს და ეს, კიდევ ერთხელ იქნება დამატებითი წნეხი “ქართული ოცნებისთვის,” – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტი 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მსჯელობას დღეს იწყებს. დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილების ორივე ვარიანტი დღეს უნდა განიხილონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები