რომან გოცირიძე: უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ნებისმიერ ვარიანტში მხარს დავუჭერთ

0

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილების ორივე პროექტს მხარს დაუჭერს.

“ჩვენ უმრავლესობას არ მივცემთ სპეკულირებისა და თავიანთი შიდა არეულობის ინსპირაციის შემთხვევაში სხვებზე გადაბრალების შესაძლებლობას. ჩვენ დავუჭერთ მხარს უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ნებისმიერ ვარიანტში. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება მცდელობა, რომ დავარწმუნოთ პარლამენტი იმაში, რომ ის ვარიანტი, რომელიც წარმოდგენილია ოპოზიციური პარტიების გაერთიანებებისაგან, არის უკეთესი. ჩვენ ერთსულოვნად ყველა დავუჭერთ მხარს ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ვარიანტს”, – განმარტა გოცირიძემ.

პარლამენტი 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მსჯელობას დღეს იწყებს. დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილების ორივე ვარიანტი დღეს უნდა განიხილონ.

კომენტარები

კომენტარი