ზელენსკი პუტინთან პირისპირ შეხვედრაზე თანახმაა

ყაზახეთს ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შესთავაზა, რომ მათი პირისპირ შეხვედრა ყაზახეთში შედგეს.

ამის შესახებ ნაზარბაევმა Astana Club-ის ყოველწლიურ სხდომაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, საჭიროა რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების პირადი შეხვედრა. ვისაუბრე იმაზე, არის თუ არა შესაძლებელი ასეთ ფორმატში შეხვედრა. ვფიქრობ, ახლა კარგი დროა ამისთვის. ზელენსკისგან თანხმობა უკვე მივიღე. ეს რუსეთის პრეზიდენტს ვაცნობე. თუ საჭიროა ნეიტრალური მოედანი, ყაზახეთი შევთავაზე“, – აღნიშნა ნაზარბაევმა.

ნურსულთან ნაზარბაევი ვოლოდიმირ ზელენსკის იაპონიაში ოქტომბერში შეხვდა. ერთი დღით ადრე კი, მან ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები