დამასკოში ტერაქტი მოხდა, არიან დაღუპულები

სირიის ქალაქ დამასკოში ლიბანის საელჩოსთან ტერაქტი მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა.

მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

აღსანიშნავია, რომ 11 ნოემბერს ტერაქტები მოხდა ქალა ქამიშლიში. ორი დანაღმული ავტომობილი ალ-ვახდეს ქუჩაზე აფეთქდა, მესამე კი, სასტუმრო „ალ-ამინთან“.

ტერაქტების სერიას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 70 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სახელმწიფო და კერძო საკუთრებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები