რომან გოცირიძე: თავისი ნებით არასდროს მიდიან

თავისი ნებით არასდროს არ მიდიან, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ბიზნესომბუდსმენის, ირაკლი ლექვინაძისა და მისი მოადგილის ლევან კალანდაძის მიერ, თანამდებობიდან წასვლას.

“სანამ ბიზნესომბუდსმენი იქნება მთავრობის დაქვემდებარებაში, მისი როლი ნულოვანი იქნება ქართული ეკონომიკის განვითარებაში. ეს ინსტრუმენტი გინდ ყოფილა და გინდ არა. ეს არის ფაქტობრივად, მთავრობის პროპაგანდისტული გადაწყვეტილება და მეტი არაფერი. რაც შეეხება საკადრო გადაადგილებას, ამაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თავისი ნებით, რომ არ მიდიან არასდროს, ეს ფაქტია,” – აღნიშნა გოცირიძემ.

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისი მოადგილემ, ლევან კალანდაძემ თანამდებობები უკვე დატოვეს.

ლექვინაძის განმარტებით, მისი თანამდებობიდან წასვლა შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს უკავშირდება.

“ჩემი პოზიციდან წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ვისაუბრებ და ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება”,- განმარტა ლექვინაძემ.

ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენი 2018 წელს გახდა.
ლევან კალანდაძე კი, ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ 2018 წლის თებერვალში დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები