დიმიტრი ხუნდაძე პეტრე ცაავას განცხადებებზე: ეს არის გამიზნული მორალურ-ზნეობრივი ტერორისტული აქტი არამხოლოდ საპატრიარქოს, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ

“ეს არის გამიზნული, დიდი ხნის წინ დაგეგმილი მორალურ-ზნეობრივი ტერორისტული აქტი არა მხოლოდ პატრიარქსა და საპატრიარქოს მიმართ, არამედ ეს არის სახელმწიფოებრიობისა და საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლის კულმინაცია”,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებებს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

როგორც დეპუტატი აცხადებს, მიუხედავად მცდელობისა, ოპონენტები ვერც სახელმწიფო ინტერესებს და ვერც საზოგადოებას ვერ დააზიანებენ.

“მათი ჩვეული სტილი, რომ აკეთებენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტისაზოგადოებრივ საქმეს და შემდეგ ისინი აბრალებენ ყველაფერს სხვას, ესეც მათი ჩვეული მეთოდია. მე რომც დავიჯერო მათი ფიცის, მაკვირვებს თავიც და ბოლოც, იმიტომ, რომ ისინი 16 წლის განმავლობაში ებრძვიან ეკლესიას. ალბათ, გახსოვთ, სატვირთოებით თავდასხმა ეკლესიაზე, გახსოვთ თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ეკლესიის მუდმივი დისკრედიტაცია და უკვე არცთუ ისე გასაკვირი ბოლო, როდესაც პეტრე პრაქტიკულად, “ნაციონალური მოძრაობის” მაღალი სანდოობის მქონე წარმომადგენელი ეკლესიაში, რომელიც არც მალავს სიმპათიებს “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, უკვე ახორციელებენ კიდევ ერთხელ დიდ დარტყმას პატრიარქზე, ეკლესიაზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის გამიზნული, აქ არავითარ შემთხვევითობას ადგილი არ აქვს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად მათი მცდელობისა, ისინი ვერ დააზიანებენ მთავარს – ვერც სახელმწიფო ინტერესებს და ვერც საზოგადოებას”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები