ბიზნესომბუდსმენი და მისი მოადგილე თანამდებობებს ტოვებენ

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე, ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ. ინფორმაცია “კვირას” ბიზნესომბუდსმენის აპარატში დაუდასტურეს.
“ჩემი პოზიციდან წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ვისაუბრებ და ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება”, – აცხადებს ლექვინაძე.
ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენი 2018 წელს გახდა.
ლევან კალანდაძე კი, ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ 2018 წლის თებერვალში დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები