ლიეტუვაში, შესაძლოა, მეძავი ქალების კლიენტები დაისაჯონ

ლიეტუვის პარლამენტი პროსტიტუციის დარეგულირების შვედეთის მაგალითს განიხილავს, რომლის მიხედვით, ისჯებიან მეძავი ქალების კლიენტები, თავად ქალები კი, პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან.

შესაბამისი შესწორების პროექტი დეპუტატმა დოვილე შაკალენემ წარადგინა, რომლის თქმით, აღნიშნული მოდელი ადამიანების ვაჭრობისა და პროსტიტუციის მასშტაბებს შეამცირებს.

„არსებობს იურიდიული დარეგულირების სამი მოდელი: ლეგალიზება, ორივე მხარის დასჯა და მხოლოდ მომსახურების მიმღები პირის დასჯა. მხოლოდ მესამე მოდელის შემთხვევაშია შესაძლებელი პროსტიტუციის შემცირება“, – განაცხადა დეპუტატმა.

დეპუტატებმა შესწორებებს მხარი დაუჭირეს, ამჟამად მას სამართლის კომიტეტი და ადამიანის უფლებათა კომიტეტი განიხილავს. პლენარულ სხდომაზე მას უკვე გაზაფხულზე განიხილავენ.

ლიეტუვაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეძავი ქალები და მათი კლიენტები 90-დან 140 ევროს ოდენობით ჯარიმდებიან, განმეორებითი კანონდარღვევა 140-300 ევროს შეადგენს.

ქვეყნის პოლიციის დეპარტამენტის მონაცემით 2015-2019 წლებში პროსტიტუციისთვის 799 ადამიანი დაჯარიმდა, მათგან 543 მრავალჯერ. მეძავი ქალების 104 კლიენტი დაჯარიმდა, მათგან 11 განმეორებითაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები