პოლონეთსა და აშშ-ს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა

პოლონეთი დღეიდან აშშ-ის უვიზო მიმოსვლის პროგრამას შეუერთდა.

შესაბამის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს თავმჯდომარემ კევინ მაკალინანმა გააკეთა.

ამიერიდან პოლონელები აშშ-ში ვიზის გარეშე 90 დღის განმავლობაში დარჩებიან.

ამასთან, მგზავრობისთვის წესებიც არის ამოქმედებული, კერძოდ, საჭიროა რეგისტრაცია და მოგზაურობისთვის საჭირო ელექტრონული ნებართვა, ბიომეტრიული პასპორტი და უკან დასაბრუნებელი ბილეთი.

ESTA-ის სისტემაში დარეგისტრირების საფასურია 14 დოლარი, გადაწყვეტილება კი, 20 წუთის განმავლობაში მიიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები