ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ ფსხუში ტყის მასივი იწვის. ცეცხლი 10 ჰექტარზეა გავრცელებული.
როგორც ადგილობრივმა მეხანძრეებმა განაცხადეს, ცეცხლის ბევრი კერა შეინიშნება, თუმცა, ზუსტი სურათის დანახვა ძლიერი დაკვამლიანების გამო გართულებულია.
ე.წ.საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ლევ კვიწინიამ არ გამორიცხა, რომ დახმარებისთვის რუს კოლეგებს მიმართავენ.