“ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, პირიქით, ესენი არიან სულიერი მოძალადეები”

ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, პირიქით, ესენი არიან სულიერი მოძალადეები,- ამის შესახებ დეკანოზმა დავით ქვლივიძემ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” წინააღმდეგ კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

“როცა მივიდნენ სუხიშვილების ანსამბლში და სთხოვეს მონაწილეობა, მათ უთხრეს, რომ 60 წელია ანსამბლი არსებობს და მსგავსი რამ არ მომხდარა. ამათ მაინც დაწერეს ეს სცენარი – ტყუილი და ამას ავრცელებენ მთელს მსოფლიოში. ეს არის საქართველოს წინაადეგ ცილისწამება. ჩვენ ვართ ღმერთის მოიმედენი. ვიცით, რომ ეს გარყვნილება აუცილებლად დაისჯება. უბრალოდ, გვეშინია ქვეყანა არ დაისაჯოს ამის გამო, როგორც სოდომი და გომორი დაისაჯა, ბიზანტიის იმპერია დაემხო, რუსეთის იმპერიაც გარყვნილების გამო დაემხო”,- განაცხადა დეკანოზმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები