გიგლა მიქაუტაძე: სამტრედიაში აშენებულ ჰოლანდიურ სათბურს თენგიზ მეზურნიშვილი ასაღებს, როგორც სახელმწიფო სუბსიდიით დაფინანსებულ პროექტს

“თუ სახელმწიფოს ჰგონია, რომ მისი 10% -იანი მონაწილეობა წარმატებაა, რომელიც სახელმწიფო ინვესტიციის ფარგლებში მიაღწია, მაშინ, რატომ ვერ ვხედავთ იგივე შედეგებს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში”, – ასე ეხმაურება ,,ლელოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე ,,ქართული ოცნების’’ მხრიდან არაკონპეტენტურ განცხადებებს სამტრედიაში არსებული თანამედროვე სათბურის შპს ,,იმერეთი გრინერის’’ თაობაზე.

,,როგორც ყველა სფეროში, ასევე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა გამოავლინეს თავისი არაკომპეტენტურობა და ელემენტარული მათემატიკის უცოდინრობა. საუბარია სამტრედიაში აშენებული უთანამედროვესი ჰოლანდიური სათბურის შექმნაში სახელმწიფო მონაწილეობის კალკულაციაზე. პროექტში დღემდე ჩადებულია 5 მლნ აშშ დოლარის ჰოლანდიური და ქართული კაპიტალი. ,,ქართული ოცნების’’ ერთ-ერთი სახე თენგიზ მეზურნიშვილი ამას ასაღებს, როგორც სახელმწიფო სუბსიდიით დაფინანსებულ პროექტს, როცა სახელმწიფო სუბსიდია ამ შემთხვევაში შეადგენდა მხოლოდ 600 000 აშშ დოლარის სესხის პროცენტის დაფინანსებას ანუ, ჯამში წელიწადში 60 000 აშშ დოლარს და ეს სესხი უკვე პრაქტიკულად დაფარულია. როგორც ჩანს, გენერალური პროკურორის არ იყოს, მეზურნიშვილს რაღაც ინსტიტუტი აქვს ექსტერნად დამთავრებული და იქ სხვა მათემატიკას ასწავლიდნენ. საინტერესოა, თვითონ უთხრას საზოგადოებას, სად და რა ცოდნა აქვს მიღებული.

გუშინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ შპს ,,იმერეთი გრინერი’’ შექმნილია სახელმწიფო და კერძო ინვესტიციით, სადაც მოხდა აბსოლუტურად ახალი ტექნოლოგიის დანერგვა. თუ სახელმწიფოს ჰგონია, რომ მისი 10%-იანი მონაწილეობა წარმატებაა, რომელიც სახელმწიფო ინვესტიციის ფარგლებში მიაღწია, მაშინ რატომ ვერ ვხედავთ იგივე შედეგებს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში/პროექტებში, მითუმეტეს მაშინ, როცა სახელმწიფო ვალდებულებები გასტუმრებულია. აჯობებს უპასუხოთ კითხვას – რა შედეგი დააყენეთ 2 მილიარდი ინვესტიციის შედეგად’’, – განაცხადა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები