ლევან ვასაძე: სულ რომ ნაკუწ-ნაკუწ დამკუწოთ, არ ვიტყვი, რაზე ვსაუბრობდით მე და ბიძინა ივანიშვილი

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არ გაასაჯაროებს რა თემაზე ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს შეხვედრისას.

როგორც ბიზნესმენმა თქვა, არავითარი პოლიტიკური გარიგება შეხვედრაზე არ შემდგარა.

„არაფერი მისტიური, არაფერი ზებუნებრივი, არაფერი არაადამიანური ამ შეხვედრებში არ იყო. მე როგორც საზოგადოებას შევპირდი, არასდროს არ გავაჟღერებ ამ შეხვედრის შინაარსს, რადგან სცდება ჩემს და დარწმუნებული ვარ, ბიძინას ეთიკურ ნორმებსაც. არ მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით რამეს ოდესმე შევცვლი. არავითარი პოლიტიკური გარიგება, როგორც მდებენ ბრალს, არ შემდგარა. თუ ვინმეს სჯერა ჩემი გულწრფელობისა და ადამიანობის, ეს იყო საუბარი ორ ადამიანს შორის. უბრალოდ, მე ეს იმიტომ გავაჟღერე, რომ როდესაც შენ ადამიანთან პირადი ურთიერთობები გაქვს, როცა შენ მას იცნობ, მოგმართა, შეხვდი, სახლში მიიღე, მერე მას სახლში ესტუმრე, არაკაცურია მერე გამოხვიდე და მას თითქოს არ იცნობ, რაღაცები გაუგზავნო საჯაროდ, ამის გაჟღერების გარეშე. ამიტომ მე ეთიკური თვალსაზრისით ნორმად ჩავთვალე, რომ მეთქვა ბიძინა, მე და შენ ვურთიერთობთ, ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ის, რასაც მე შენ საჯაროდ გეუბნები, არ გეწყინოს“,-განაცხადა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები