სერგეი ლავროვი ერევანში იმყოფება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება.

ლავროვის ვიზიტის პროგრამა სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებული გამოფენის გახსნით დაიწყება, რომელიც სომხეთის ეროვნულ გალერეაში გაიმართება.

ლავროვის ოფიციალური ვიზიტი 11 ნოემბრამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში რუსეთის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და პრეზიდენტ არმენ სარქსიანს შეხვდება, ასევე კოლეგა ზოგრაბ მნაცაკიანთან გამართავს მოლაპარაკებას.

როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, მოხდება საერთაშორისო და რეგიონალურ თემატიკაზე აზრთა გაცვლა, მათ შორის მთიანი-ყარაბაღის პრობლემის დარეგულირების პერსპექტივებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები