კინოთეატრ „ამირანთან“ ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო 11 ნოემბერს იმსჯელებს

კინოთეატრ „ამირანთან“ ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულის შალვა შევარდნაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, ხვალ, 11 ნოემბერს 12:00 საათზე იმსჯელებს.

ამის შესახებ „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს შევარდნაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობით დღეს მიმართა.

მანამდე კი, შალვა შევარდნაძეს ბრალი 118 მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები