საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი: კინოსეანსები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ კინოსეანსების თაობაზე ჟურნალისტების კითხვებს “გალერეა თბილისში“ უპასუხა.როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, უკვე მესამე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კინოთეატრებში საზოგადოებრივ წესრიგს და მაყურებელთა უსაფრთხოებას იცავს.

“უკვე მესამე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს კინოთეატრებში საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას. შესაბამისად, დღესაც ადგილზე მობილიზებულია პოლიციური ძალები. ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ კინოლოგიის და განაღმვის სამსახურები, რომლებმაც, პრევენციის მიზნით, კინოდარბაზები შეამოწმეს. შესაბამისად, კინოსეანსები მშვიდ ვითარებაში ჩატარდება“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები